Posts Tagged ‘პატრიოტიზმი’

რა ხდება, ერთხელ ვთქვი რომ ყველა ვინც კი თავისუფლებას მოინდომებს(სიტყვა თავისუფალში, ვგულისხმობ ადამიანს რომელიც არ ემორჩილება არსებულ სისტემას… სხვა არაფერს…) და ისე ცხოვრებას დაიწყებს როგორც უნდა, დაუყოვნებლივ ნადგურდება ფიზიკურად… მაგალითებიც დავასახელე, ზოგი რეალური პერსონაჟი, ზოგიც გამოგონილი, როგორებიც არიან ბონი და კლაიდი,  ულრიკე მაინჰოფი, ანდრეას ბაადერი, ჟაკ მერინი, ჯონ დილინჯერი… პირველი ქმედებიდან სულ ცოტა ხანიღა რჩებათ, საუკეთესო შემთხვევაში სადღაც 3 წელი, თუ ციხეში გატარებულ დროს არ მივათვლით…

რატომ ისინი, რომლებიც ძარცვავდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ, ხომ შეიძლება ასეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გარეშე იყო თავისუფალი… თეორიულად კი, პრაქტიკულად არა…

ჯერ ერთი, იმდენად ვიპრესებით ეკონომიურად, რომ პატიოსანი შრომით შეუძლებელია იშოვო იმხელა ფული, ოდესმე ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვო და საკუთარი თავი გამოისყიდო მონობისგან, ხოლო ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე, ეს გამოხატვის თავისუფლება, უფლებების დაცვა და სხვა უბრალოდ ტყუილია და ჩვენც ვჭამთ… რომელი ძაღლი კბენს პატრონს, როცა ის გამხმარი პურის ნაჭერს უგდებს, თუნდაც მეორე ხელში ქათმის ბარკალი ეჭიროს… აქვს არჩევანი? არა არ აქვს…

მეორე, დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ბილბორდებისა და ტელეეკრანების ჯუნგლში, როდესაც მთელი სიმძლავრითაა ამუშავებული რეკლამა და პროპაგანდა, შეუძლებელია გამოარკვიო რა არის შენი აზრი და რა შემოჩეჩებული, თავს მოხვეული... ვინც აკონტროლებს ჩვენს თვალებს, გვაკონტროლებს ჩვენც, რამდენ საათს ვატარებთ ეკრანების წინ? დარწმუნებული ხარ რომ ვიღაცამ მანქანიდან გადმოგდებული პოლიეთილენის პარკით ტერაქტის მოწყობა მოინდომა? გჯერათ რომ ისრაელის სპეცსამსახურების მონაწილეობის გარეშე ხდება ისრაელშივე ტერაქტები რომლებსაც ათობით და ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება? მე არ მჯერა, ვინ ნახულობს სარგებელს იქ არეულობით თუ არა ისრაელი… ნუთუ უფრო ლოგიკური არაა, თვითონ მოაწყო აფეთქება, დააბრალო სხვას, შეაზიზღო რომელიმე ჯგუფი, შემდეგ კი მათი განადგურებისთვის მადლობაც გადაახდევონო?!.. არა და როგორი გულმხურვალედ გულშემატკივრობთ ხოლმე ამერიკას, ისრაელს, ჩინეთს, საქართველოს, რუსეთს, etc.

არაა თქვენი ის ზიზღი, რომელსაც განიცდით სომხების, რუსების, ამერიკელების, ებრაელების, ზანგების, ოსების, აფხაზების, ინდოელების და სხვათა მიმართ… არა! ვიღაც თქვენზე მილიონებს აკეთებს და ამბიციებს იკმაყოფილებს.

და ბოლოს, რატომაც ჩავთვალე ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები თავისუფლებად, ამ პირობებში, მხოლოდ ისინი უნდა ჩაითვალონ თავისუფლებად ვინც ანგრევს არსებულ სისტემას და არ ქმნის ალტერნატივას… მათ ინტერესებში შედის რომ წესებით ითამაშო, რადგან მათივე დადგენილი წესებით თამაშისას ყოველთვის დამარცხდები, ხოლო  “ბინძურად” მოთამაშეები მაქსიმუმ განადგურდნენ, არ მარცხდებიან… გინდა მოგება? ითამაშე წესების გარეშე!

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა(კატლეტი), იყვნენ ადამიანები, ცუდად დავიწყე, მოკლედ რადგანაც ადამიანებს ერთად უფრო გაუადვილდებოდათ გადარჩენა, დაიწყეს კოლექტიურად ცხოვრება, მოინიშნეს ადგილი და დასახლდნენ, რა თქმა უნდა ეს ერთბაშად არ მომხდარა, არც ზუსტად ასე და არც ასე სწრაფად, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ახლაც მაკვირვებს სიბრიყვე რაც ადამიანების ჯგუფებმა გამოიჩინეს, სულ თავიდან, როცა ვიღაც დედამოტყნული მათ კოლექტიურ საკუთრებას მოაჯდა და დააჯერა თითქმის ყველას, რომ სისტემა, რომელიც თავიდან შექმნილი იყო თითოეული ინდივიდის გადასარჩენად, რომელიც ადამიანების გარეშე თავისთავად არც არსებობს, უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ის ინდივიდები. სინამდვილეში კი ეს სისტემა გარდაიქმნა ერთი ადამიანის, ან ადამიანთა ერთი, წარჩინებული(თუმცა სხვა სიტყვა უფრო შეეფერებათ), ჯგუფის სასარგებლო სამსახურად…

ეს შესავლისთვის…

ჯარზე იყო საუბარი, მე სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოწინააღმდეგე ვარ და როცა ზოგიერთის მათივე გადასახედიდან პატრიოტულ გამოსვლებზე, იმის შესახებ რომ უკანასკნელ ქართველსაც კი შეწირავდა ქვეყანას,  სიცილით ვკვდებოდი მკითხეს შენთვის შენი(?) ქვეყანა ასეთი უმნიშვნელოაო? არ დავიწყებ ახსნას რა არის ჩემთვის ქვეყანა, რა მთავრობა, რა სახელმწიფო, ან რა მნიშვნელობა აქვს თითოეულს, უბრალოდ კითხვა გამიჩნდა.

ჩემია? ისე, კი არ მაქვს მაგის შეგრძნება რომ საქართველო ჩემია. ნეტავ, იმ დევნილებს თუ აქვთ ეს შეგრძნება, რომლებიც თავიანთი საცხოვრებლიდან აყარეს ცოტა ხნის წინ, მანქანაში ჩასვეს(ჩასვეს :D ძარაზე შესხეს) და სადღაც წაიყვანეს? იმათაც ეუბნებიან ხოლმე, ხო, თქვენია ეს ქვეყანაო, ჩემს ქვეყანაში, როგორც მინიმუმ, მგონი უნდა მქონდეს უფლება სადაც მინდა იქ ვიცხოვრო, მითუმეტეს თუ იმ ადგილას უკვე წლებია ვცხოვრობ და არავინ შემიწუხებია.

ა მივხვდი, ანეკდოტს გავს,  თუ შენც 5 დოლარი გაქვს და ჩაკ ნორისსაც,  ჩაკს მაინც შენზე მეტი აქვსო, აანუ ჩემია ეს ქვეყანა და იმ ჯგუფისაც, ვინც მომჯდარია ზე(ვ)ით და ჯიბეს და ტრაკს ისქელებს, ოღონდ იმათი უფროა :D იმდენად, რომ ჩემი აღარაა…

არ ეხება ეს მხოლოდ საქართველოს, ნებისმიერი სახელმწიფო, ნებისმიერი მთავრობა, ბოროტებაა.

ადრე თუ ჯგუფს გარეული ცხოველების ეშინოდა, ახლა თავისნაირივე ჯგუფების ეშინია, იმიტომ რომ სათავეში მათაც ზუსტად ისეთივე, ხარბი და ძალაუფლებას მოწყურებული, ვიწრო აზროვნების, ფარისეველი  პარანოიკები ყავთ როგორც თვითონ.