რა ხდება, ერთხელ ვთქვი რომ ყველა ვინც კი თავისუფლებას მოინდომებს(სიტყვა თავისუფალში, ვგულისხმობ ადამიანს რომელიც არ ემორჩილება არსებულ სისტემას… სხვა არაფერს…) და ისე ცხოვრებას დაიწყებს როგორც უნდა, დაუყოვნებლივ ნადგურდება ფიზიკურად… მაგალითებიც დავასახელე, ზოგი რეალური პერსონაჟი, ზოგიც გამოგონილი, როგორებიც არიან ბონი და კლაიდი,  ულრიკე მაინჰოფი, ანდრეას ბაადერი, ჟაკ მერინი, ჯონ დილინჯერი… პირველი ქმედებიდან სულ ცოტა ხანიღა რჩებათ, საუკეთესო შემთხვევაში სადღაც 3 წელი, თუ ციხეში გატარებულ დროს არ მივათვლით…

რატომ ისინი, რომლებიც ძარცვავდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ, ხომ შეიძლება ასეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გარეშე იყო თავისუფალი… თეორიულად კი, პრაქტიკულად არა…

ჯერ ერთი, იმდენად ვიპრესებით ეკონომიურად, რომ პატიოსანი შრომით შეუძლებელია იშოვო იმხელა ფული, ოდესმე ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვო და საკუთარი თავი გამოისყიდო მონობისგან, ხოლო ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე, ეს გამოხატვის თავისუფლება, უფლებების დაცვა და სხვა უბრალოდ ტყუილია და ჩვენც ვჭამთ… რომელი ძაღლი კბენს პატრონს, როცა ის გამხმარი პურის ნაჭერს უგდებს, თუნდაც მეორე ხელში ქათმის ბარკალი ეჭიროს… აქვს არჩევანი? არა არ აქვს…

მეორე, დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ბილბორდებისა და ტელეეკრანების ჯუნგლში, როდესაც მთელი სიმძლავრითაა ამუშავებული რეკლამა და პროპაგანდა, შეუძლებელია გამოარკვიო რა არის შენი აზრი და რა შემოჩეჩებული, თავს მოხვეული... ვინც აკონტროლებს ჩვენს თვალებს, გვაკონტროლებს ჩვენც, რამდენ საათს ვატარებთ ეკრანების წინ? დარწმუნებული ხარ რომ ვიღაცამ მანქანიდან გადმოგდებული პოლიეთილენის პარკით ტერაქტის მოწყობა მოინდომა? გჯერათ რომ ისრაელის სპეცსამსახურების მონაწილეობის გარეშე ხდება ისრაელშივე ტერაქტები რომლებსაც ათობით და ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება? მე არ მჯერა, ვინ ნახულობს სარგებელს იქ არეულობით თუ არა ისრაელი… ნუთუ უფრო ლოგიკური არაა, თვითონ მოაწყო აფეთქება, დააბრალო სხვას, შეაზიზღო რომელიმე ჯგუფი, შემდეგ კი მათი განადგურებისთვის მადლობაც გადაახდევონო?!.. არა და როგორი გულმხურვალედ გულშემატკივრობთ ხოლმე ამერიკას, ისრაელს, ჩინეთს, საქართველოს, რუსეთს, etc.

არაა თქვენი ის ზიზღი, რომელსაც განიცდით სომხების, რუსების, ამერიკელების, ებრაელების, ზანგების, ოსების, აფხაზების, ინდოელების და სხვათა მიმართ… არა! ვიღაც თქვენზე მილიონებს აკეთებს და ამბიციებს იკმაყოფილებს.

და ბოლოს, რატომაც ჩავთვალე ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები თავისუფლებად, ამ პირობებში, მხოლოდ ისინი უნდა ჩაითვალონ თავისუფლებად ვინც ანგრევს არსებულ სისტემას და არ ქმნის ალტერნატივას… მათ ინტერესებში შედის რომ წესებით ითამაშო, რადგან მათივე დადგენილი წესებით თამაშისას ყოველთვის დამარცხდები, ხოლო  “ბინძურად” მოთამაშეები მაქსიმუმ განადგურდნენ, არ მარცხდებიან… გინდა მოგება? ითამაშე წესების გარეშე!

სიმბოლური იქნებოდა ეს პოსტი მოუხელთებელ ჯოზე ანეკდოტით დამეწყო, თუმცა არ მჯერა, რომ ინფორმაცია ჩვენზე, მოუხელთებელი ჯოსავით ყველას ყლეზე კიდია… პირიქით, მთავრობები უფრო და უფრო მეტ ისეთ კანონს იღებენ რომლებიც აძლევენ საშუალებას ჩვენს პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში შემოიჭრან, ლეგალური იქნება, თუ არალეგალური, სანქცირებული იქნება შეჭრა ჩვენს კომპიუტერში, თუ არასანქცირებული არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ აგრესიის მსხვერპლი ვხდებით…

ნუ იფიქრებთ რომ აზრ იარ აქვს და თუ მოინდომეს მაინც შეძლებენ ყველაფერს, რადგანაც ვერცერთი მეთოდი 100%ით ვერ გიცავთ, ასე ფიქრი იდიოტობაა, სახლის კარებიც ღია დატოვეთ, მძარცველს თუ მოუნდა ფანჯრიდანაც შევა, ან საკეტს გატეხავს, რატომ უნდა აწვალოთ…

საკმაოდ ხშირია საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული სხვადასხვა ვიდეო, თუ აუდიო ჩანაწერი, გგონიათ თქვენ ეს არასდროს შეგეხებათ? მართალია, თქვენ შეიძლება შორს იყოთ პოლიტიკისგან, არც სპეცსამსახურებმა გამოიყენონ ასეთი ბინძური ხერხები თქვენ წინააღმდეგ, მაგრამ შეიძლება თქვენივე ბლოგზე დაწერილი პოსტი საბაბი გახდეს თქვენი სამსახურიდან დათხოვნისა…  გინდათ თქვენი საძიებო სისტემაში აკრეფილი სიტყვები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს?

საფრთხე არ გემუქრებათ მოპირდაპირე კორპუსიდან ვიღაც თუ დაგინახავთ ოთახში, შეიძლება ფეხებზეც დაიკიდოთ, მაგრამ თუ იმ ვიღაცის საქმიანობაა თქვენზე ინფრომაციის შეგროვება, თქვენი ყოველი ნაბიჯის ცოდნაა სერიოზულად დაგაფიქრებთ… ამ პოსტში ვერ ჩავტევ ყველა მეთოდის აღწერას რაც მაქსიმალურად დაიცავს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებას, მაგრამ რამდენიმე რჩევას მაინც დავწერ…

ონლაინში გამოიყენეთ მეტსახელი, ნუ გაამჟღავნებთ ვინაობას და სხვა პირად ინფორმაციას, შეიძლება კანონს არც არღვევდეთ, მაგალითად საყვარელი გყავთ და სახელმწიფოს არაფერი აქვს ამის საწინააღმდეგო, მაგრამ თქვენს ცოლს აქვს და ღორები აუცილებლად გამოიყენებენ ამ  თქვენს პატარა საიდუმლოებას თქვენი შანტაჟისთვის…

გამოიყენეთ ფეისბუქი ყურადღებით, ის ინახავს თქვენს მიერ “წაშლილ” ინფორმაციასაც კი, რომელიც ხელმისაწვდომია სადაზვერვო სამსახურებისთვის… არასდროს გადასცეთ “ფაქიზი” ინფორმაცია მისი საშუალებით… ყოველთვის კარგად ნახეთ რა უფლებების გამოყენების საშუალებას აძლევთ სხვადასხვა თამაშებსა თუ აპლიკაციებს ფეისბუქზე და ბოლოს, დარწმუნებული იყავი შენს ფეისბუქელ მეგობრებში ყოველთვის მოიძებნება ადამიანი ვისი საშუალებითაც უცხო თვალისთვის “დამალულ” ინფორმაციას მოიპოვებენ….

არ გადასცეთ სათუთუ ინფორმაცია sms-ის საშუალებით, თუ სწორად მახსოვს ბრაიანტის sms-ები 4 თვის შემდეგ იქნა ამოღებული სატელეფონო კომპანიიდან…

არ გამოიყენოთ webmail იგივე მიზნით… გამოიყენეთ სპეციალურად დაკონფიგურირებული პროგრამები ელექტრონული ფოსტის სამართავად… draft-ებიც კი შენახული უნდა იყოს თქვენს კომპიუტერში ლოკალურად და არა პროვაიდერთან…

თუ არ გინდათ ვინმემ იცოდეს სად ხართ გათიშეთ ტელეფონი…

დასარეკად ჩვეულებრივ სატელეფონო ზარზე უსაფრთხო voip ტექნოლოგიაა, თუნდაც სკაიპის ზარი, მართალია მისი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშაა და რამდენიმე მთავრობა წასწრებული იყო ჰაკერობის ფაქტზე, მაგრამ ის ბევრად უსაფრთხოა ვიდრე ჩვეულებრივი სატელეფონო ზარი…

დაბლოკეთ cookies…

სიტყვაზე თუ იყენებთ გუგლის მეილს, და გუგლს როგორც საძიებო სისტემას, ნუ გამოიყენებთ ამ ორ სერვისს ერთი ბრაუზერით…

ეს ძალიან ცოტაა, შემუშავებულია საკმაოდ ბევრი მეთოდი თქვენი ანონიმურობის დასაცავად, თუ საშუალება მომეცა და არ დავიზარე აღვწერ მათ სათითაოდ…

თუ უფრო მეტის წაკითხვა გინდათ იმის შესახებ თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ინფორმაციის დასაცავად გადადით ბმულზე https://ssd.eff.org/3rdparties/protect

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა(კატლეტი), იყვნენ ადამიანები, ცუდად დავიწყე, მოკლედ რადგანაც ადამიანებს ერთად უფრო გაუადვილდებოდათ გადარჩენა, დაიწყეს კოლექტიურად ცხოვრება, მოინიშნეს ადგილი და დასახლდნენ, რა თქმა უნდა ეს ერთბაშად არ მომხდარა, არც ზუსტად ასე და არც ასე სწრაფად, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ახლაც მაკვირვებს სიბრიყვე რაც ადამიანების ჯგუფებმა გამოიჩინეს, სულ თავიდან, როცა ვიღაც დედამოტყნული მათ კოლექტიურ საკუთრებას მოაჯდა და დააჯერა თითქმის ყველას, რომ სისტემა, რომელიც თავიდან შექმნილი იყო თითოეული ინდივიდის გადასარჩენად, რომელიც ადამიანების გარეშე თავისთავად არც არსებობს, უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ის ინდივიდები. სინამდვილეში კი ეს სისტემა გარდაიქმნა ერთი ადამიანის, ან ადამიანთა ერთი, წარჩინებული(თუმცა სხვა სიტყვა უფრო შეეფერებათ), ჯგუფის სასარგებლო სამსახურად…

ეს შესავლისთვის…

ჯარზე იყო საუბარი, მე სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოწინააღმდეგე ვარ და როცა ზოგიერთის მათივე გადასახედიდან პატრიოტულ გამოსვლებზე, იმის შესახებ რომ უკანასკნელ ქართველსაც კი შეწირავდა ქვეყანას,  სიცილით ვკვდებოდი მკითხეს შენთვის შენი(?) ქვეყანა ასეთი უმნიშვნელოაო? არ დავიწყებ ახსნას რა არის ჩემთვის ქვეყანა, რა მთავრობა, რა სახელმწიფო, ან რა მნიშვნელობა აქვს თითოეულს, უბრალოდ კითხვა გამიჩნდა.

ჩემია? ისე, კი არ მაქვს მაგის შეგრძნება რომ საქართველო ჩემია. ნეტავ, იმ დევნილებს თუ აქვთ ეს შეგრძნება, რომლებიც თავიანთი საცხოვრებლიდან აყარეს ცოტა ხნის წინ, მანქანაში ჩასვეს(ჩასვეს :D ძარაზე შესხეს) და სადღაც წაიყვანეს? იმათაც ეუბნებიან ხოლმე, ხო, თქვენია ეს ქვეყანაო, ჩემს ქვეყანაში, როგორც მინიმუმ, მგონი უნდა მქონდეს უფლება სადაც მინდა იქ ვიცხოვრო, მითუმეტეს თუ იმ ადგილას უკვე წლებია ვცხოვრობ და არავინ შემიწუხებია.

ა მივხვდი, ანეკდოტს გავს,  თუ შენც 5 დოლარი გაქვს და ჩაკ ნორისსაც,  ჩაკს მაინც შენზე მეტი აქვსო, აანუ ჩემია ეს ქვეყანა და იმ ჯგუფისაც, ვინც მომჯდარია ზე(ვ)ით და ჯიბეს და ტრაკს ისქელებს, ოღონდ იმათი უფროა :D იმდენად, რომ ჩემი აღარაა…

არ ეხება ეს მხოლოდ საქართველოს, ნებისმიერი სახელმწიფო, ნებისმიერი მთავრობა, ბოროტებაა.

ადრე თუ ჯგუფს გარეული ცხოველების ეშინოდა, ახლა თავისნაირივე ჯგუფების ეშინია, იმიტომ რომ სათავეში მათაც ზუსტად ისეთივე, ხარბი და ძალაუფლებას მოწყურებული, ვიწრო აზროვნების, ფარისეველი  პარანოიკები ყავთ როგორც თვითონ.

აღჭურვილ ლაშქარს უბედურება მოაქვს.
ყოველ არსებას სძაგს იგი

ლაო ძი(ა)ს “ქართული საზოგადოება” არ უნახავს :D “საზოგადოება” რომელსაც უყვარს პოლიცია და ანძრევს ჯარზე, სექსი უბრალოდ ქორწინებამდე არ შეიძლება ^_^

 

ვიხუმრე :/

შეიძლება მართლაც ბოლო იყოს, მაგრამ ჯერ ხუმრობა მგონია ))

ხოდა ახლა ცოტაარასაინტერესო და არასაჭირო ინფორმაციით გამოგიტენით ტვინს, რამდენიმე კვირაა გავაუქმე ფეისბუქი და თითქმის ყველა სოციალური ქსელი სადაც ვიყავი, არ ვუყურებ ტელევიზორს, არ ვათვალიერებ საინფორმაციო საიტებსა და ბლოგებს, ყლეზე მკიდია რადიო(მორალურად) და ჟურნალ-გაზეთების თავზეც გავიარე :-) ახლა ჩემს ბრაუზერში ერთი გვერდი iGoogle-ია გახსნილი, სადაც დამატებული მაქვს ვიჯეტი useless knowledge, საიდანაც გავიგე რომ სპილო ცხოველებიდან ყველაზე მეტს აკუებს, ვირთხა აქლემზე დიდხანს ძლებს უწყლოდ და სხვა ისეთი ინფორმაცია რომელიც გაგებამდეც და მის მერეც ძალიან მეკიდა…

და აი, ამ პოსტის მკითხველო, საშუალება გაქვს დატოვო ბლოგი ახლავე, რაში გაინტერესებს ვიღაც ანტისოციალური ტიპის (თუმცა მე თავს ძალიანაც სოციალურად ვთვლი, მაინც მეუბნებიან ანტისაზოგადოებრივ იდეებს აწუხებო) ნაწერი?  შენც ხომ ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნები რომლებსაც ამბიცია აქვთ რომ სულ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა აკეთონ. არა? არ იწყებ სისულელეების ლაპარაკს მხოლოდ იმიტომ რომ სიჩუმით გამოწვეული “უხერხული მდგომარეობა” აიცილო თავიდან?  რამდენჯერ მიგიწოდებია რამის გაკეთების იდეა მეგობრისთვის, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ ყოფნით სიამოვნება მიგეღო? ჰაჰ ინიციატორი =))

არ გახვედი? რამდენიც არ უნდა ვწერო წაიკითხავ? წაიკითხავ და თუ მერე არ მოგეწონა აღარ შემოხვალ? :D ა “საქმის” ბოლომდე მიყვანა გიყვარს და იმიტომ ხო? არა, ვიცი რომ რაღაც ლიმიტი არსებობს, ხოდა აქ დავასრულებ :)) უქმად “შრომას” უქმად ჯდომა ვარჩევ ხოლმე ^^

ერთ ვიდეოს დავტოვებ, დავტესტავ როგორ უნდა თუ გამომივიდა ^_^

რა ყლე თემა მიყენია :/